აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წესების კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ე.წ. „ლინდსი გრემის კანონპროექტს“ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
კომიტეტში კანონპროექტის მხარდაჭერით კენჭისყრის შედეგად დოკუმენტმა წარმომადგენელთა პალატაში განხილვისთვის საჭირო პროცედურული ეტაპი გაიარა.
მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს კენჭს მიმდინარე კვირის ბოლომდე უყრის.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შესაძლებლობას მისცემს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ეკონომიკური ზომები გამოიყენოს. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს 100%-იანი ტარიფების დაწესების შესაძლებლობას რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანაზე, ასევე ხუთ სახელმწიფოზე, რომლებიც, კანონპროექტის მიხედვით, რუსეთს ენერგეტიკული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
კანონპროექტს აშშ-ის სენატმა 7 აგვისტოს დაუჭირა მხარი. კენჭისყრისას დოკუმენტს 86 სენატორი მიემხრო, წინააღმდეგი კი 11 იყო.