რუსეთ-უკრაინის ომი დიზელის საწვავზე ფასების ზრდას იწვევს, თუმცა ეს მდგომარეობა მალე დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დასრულდეს.
მისივე განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ერთმანეთის მიმართ ძლიერი ანტიპათია აქვთ.
„მე რვა ომი დავასრულე, მაგრამ ყველაზე რთული ეს აღმოჩნდა. სწორედ ეს ომი იწვევს დიზელის საწვავზე ფასების ზრდას, მაგრამ ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.