საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაური გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემას ეძღვნება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.