იაპონიაში ტაიფუნ „დუჯუანის“ გავლენამ მსხვერპლი გამოიწვია. ტოკიოსა და მის მიმდებარე პრეფექტურებს ძლიერი წვიმა და ქარიშხალი დაატყდა თავს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, იაპონურ მედიაზე დაყრდნობით, დაღუპულები კანაგავასა და ჩიბას პრეფექტურებში მეწყრების შედეგად დაიღუპნენ. სტიქიის შედეგად ამ დროისთვის ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ტაიფუნმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა ქვეყნის ინფრასტრუქტურაზეც. დაახლოებით 50 000 ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ხოლო ძლიერი ქარისა და უამინდობის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა.
ქარიშხლის გაძლიერების პერიოდში, ორშაბათს, იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობა „სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხის“ შესახებ გააფრთხილა. უსაფრთხოების მიზნით, დაახლოებით 1.9 მილიონ ადამიანს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
ტაიფუნის იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსგან დაშორების შემდეგ, ხელისუფლებამ ევაკუაციის შესახებ გაცემული ბრძანებების უმეტესობა გააუქმა.
ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები სტიქიის შედეგებს აფასებენ და დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.