თურქეთის მანისას პროვინციის თურგუთლუს რაიონში, ერთ-ერთი საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 10 მოსწავლე დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა სკოლის წინ მოხდა. პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, დაშავებულთაგან ორი მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა.

სროლის შემდეგ თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება შეძლეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული იმავე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.