უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში რუსი ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როდის აპირებს მოსკოვში ჩასვლას, მოკლედ უპასუხა — „რაკეტით“.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ ჟურნალისტები ზელენსკისთვის შეკითხვის დასმას და ეკითხებიან, „როდის ჩავა მოსკოვში“.
„რაკეტით“, – პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში იმყოფება. მან გენერალურ დებატებზე სიტყვით 23 სექტემბერს გამოვიდა.