რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია, კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკოს ცნობით, სოლომიანსკის რაიონში დრონი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ამავე რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად საოფისე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ ერთ ლოკაციაზე დრონის ნამსხვრევები ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
თავდასხმამდე კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში დრონების საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.