“ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი გეგმავს დივერსიულ ქმედებებს და პირდაპირ თავდასხმებს ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ,”  – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.   საბჭოს შეხვედრა თავდაცვის საკითხებს შეეხება.  ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მიზანია ევროპული საზოგადოების გახლეჩა და ხალხის დაშინება, რომ უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე.  „ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ეს და მზად ვიყოთ აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად; სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე კი რეაგირება თავდასხმების განხორციელებამდე უნდა შევძლოთ. ბევრი რამ გავაკეთეთ. ვგულისხმობ იმას, რომ თავდაცვის სფეროში ინვესტიციები გაიზარდა, თუმცა, ამავდროულად, თავდაცვითი შესაძლებლობების კუთხით მნიშვნელოვანი ხარვეზები გვაქვს და ახლა ყურადღება სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე უნდა გადავიტანოთ“, –  განაცხადა  კაია კალასმა.