წუხელ ჩვენი „სანქციები“ ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ინდუსტრიის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინა მუდმივად იყენებს შორი მოქმედების შესაძლებლობებს რუსეთის მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებზე საპასუხოდ. “წუხელ ჩვენი “სანქციები” ტულასა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე თავდაცვის ინდუსტრიის ორი საწარმოს წინააღმდეგ გამოვიყენეთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა ასევე ეფექტური ოპერაციები განახორციელეს აგრესორის ნავთობობიექტების წინააღმდეგ კრასნოდარის მხარეში”, – აცხადებს ზელენსკი. ზელენსკის თქმით, იერიშები ასევე განხორციელდა კალუგისა და ორიოლის ოლქებში იმ ობიექტებზეც, რომლებსაც რუსები უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით ტერორის განხორციელებისთვის იყენებენ. “ბრიანსკის ოლქში ჩვენმა ძალებმა უშუალოდ საოკუპაციო კონტინგენტის წინააღმდეგ იმოქმედეს. ასევე განადგურდა სამიზნე შავ ზღვაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ომს იქ აბრუნებს, საიდანაც მოვიდა. რუსეთმა ესკალაცია უნდა შეწყვიტოს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.