PSP-ს K-Beauty გათამაშების სამი გამარჯვებული, მათ გამარჯვებაში მონაწილე  ფარმაცევტები და ინფლუენსერები კორეის დედაქალაქ სეულს ესტუმრნენ.

მოგზაურობა 17-21 სექტემბერს გაიმართა და მონაწილეებისთვის კორეული სილამაზის კულტურის გაცნობასთან ერთად, ქალაქის ღირსშესანიშნაობების და კორეული ცხოვრების სტილის აღმოჩენას მოიცავდა.

გამარჯვებულებთან – ეკა გაბადაძე, ანნა ბაინდურაშვილი, ვიკა მაყიშვილი – ერთად, მათ მომგებიან არჩევანში მონაწილე PSP-ს თანამშრომლები მაკა ქიტიაშვილი, მარიამ წიკლაური და ია გზირიშვილი გაემგზავრნენ; ასევე ინფლუენსერები – ფოქსი ელენიკო, Skinivar – მარიამ ივანიაძე, ლიკა კვარაცხელია

და PSP-ს თანამშრომლები.

PSP-ს მიერ ორგანიზებული K-Beauty ტურის ფარგლებში სპეციალურად დაგეგმილ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. Mizon და COSRX-ის გუნდებმა საოცარი მასპინძლობა გაუწიეს საქართველოში მათი ექსკლუზიური და სანდო პარტნიორის, PSP-ს სტუმრებს.

მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი კორეის სილამაზის ინდუსტრიის

გაცნობას დაეთმო. სტუმრები მსოფლიოში ცნობილ კორეულ ბრენდებს – Mizon-სა და COSRX-ს ეწვივნენ და მათი პროდუქტებისა და საქმიანობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ტურის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ კორეელი სტილისტებისა და ვიზაჟისტების პროფესიონალურ მომსახურებით და უფრო ფართოდ გაცნობოდნენ კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკის პროდუქტებს.

გათამაშებაში მონაწილეობა PSP-ს მომხმარებლებს კორეული ბრენდების – Mizon, Village11, Missha, A’pieu, Dermafirm და COSRX – პროდუქციის შეძენით შეეძლოთ. 

PSP-ს აფთიაქში ან ონლაინ შეძენისას „ჩემი ოჯახის ბარათის“ დაფიქსირებით მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვებოდა.

გათამაშების ფარგლებში მთავარი პრიზის – კორეაში მოგზაურობის გარდა, 1000 მონაწილე სხვადასხვა საჩუქრით დაჯილდოვდა. მათ შორის იყო Dyson-ის თმის უთოები და სტაილერები, Fujifilm Instax Mini-ის კამერები, JBL-ის დინამიკები და კორეული თავის მოვლის პროდუქტების ნაკრებები.