გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ნატო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.  როგორც მერცი აღნიშნავს, რუსეთს სწრაფად და ნათლად უპასუხებს. „რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებით ჩვენ არ შევშინდებით. რუსეთს ჩვენში არეულობა, ჩვენი საზოგადოების გახლეჩა და ჩვენი ქვეყნის დასუსტება სურს. ჩვენ მზად ვართ. როგორც ნატო, ჩვენ სწრაფად და ნათლად ვრეაგირებთ. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას არ შევწყვეტთ“, – წერს ფრიდრიხ მერცი. ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ 12 სექტემბერს ქვეყნის სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ლაიფციგში ჩაშლილი თავდასხმის უკან რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ჯაშუშები იდგნენ.