ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 0:1 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში მილოშ კერკეზმა გაიტანა.
მატჩი ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.