ლატვიაში მე-15 მოწვევის სეიმის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრა 20:00 საათამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი LSM ავრცელებს.
ქვეყნის 100-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 14 საარჩევნო სია იბრძვის. არჩევნებში სულ 1 428 კანდიდატია რეგისტრირებული.
მოქმედი პრემიერ-მინისტრი ანდრის კულბერგსი არჩევნებში „გაერთიანებული სიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
სეიმში საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად პოლიტიკურ ძალას ან კოალიციას სულ მცირე 51 მანდატი სჭირდება.