ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე კანდიდატმა ფლავიო ბოლსონარომ გაიმარჯვა და მოქმედ პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას გაუსწრო. თუმცა, ბოლსონარომ საბოლოო გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, რის გამოც ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ხმების 98.81%-ის დათვლის შემდეგ, ფლავიო ბოლსონაროს 47.24% ჰქონდა, ხოლო ლულა და სილვას – 44.91%. წინასაარჩევნო გამოკითხვებში მცირე უპირატესობას მოქმედი პრეზიდენტი ინარჩუნებდა.

არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება და ერთმანეთს სწორედ ბოლსონარო და ლულა დაუპირისპირდებიან.

45 წლის სენატორი ფლავიო ბოლსონარო ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს უფროსი შვილია. ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად 27-წლიან სასჯელს იხდის 2022 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული საქმის გამო.

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კვირას გაიმართა. პრეზიდენტობისთვის სულ 12 კანდიდატი იბრძოდა.