რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
ტერეხოვის განცხადებით, იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებსა და ადმინისტრაციულ შენობას. დაზიანებულია დაახლოებით ათი საცხოვრებელი კორპუსიც.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.