ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, – ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით – „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ დღეს გაიმართება.
ასევე, ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს ხვალ, 8 ოქტომბერს უყრიან.