ბულგარეთმა დრონის მიერ ჩაძირული გემის ეკიპაჟის ძებნა შეწყვიტა. ინფორმაციას ვიცე-ადმირალი რუმენ ნიკოლოვი მედიასთან საუბრისას ავრცელებს. „პირველი გემიდან მეზღვაურების კვალი არ ჩანს და არც არაფერი იქნება. ასევე არ არსებობს ინფორმაცია დრონის ნარჩენების შესახებ“, – განაცხადა რუმენ ნიკოლოვმა. ვიცე-ადმირალმა ასევე აღნიშნა, რომ გემზე დრონით თავდასხმა ე.წ. „პასუხისმგებლიან სამძებრო-სამაშველო ზონაში“ მოხდა და არა ქვეყნის მიერ კონტროლირებად ტერიტორიულ წყლებში.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის უცნობია ვინ განახორციელა თავდასხმა საჰაერო და საზღვაო დრონებით ბულგარეთის აღმოსავლეთით. გამოცემა „როიტერის“ ცნობით, ამასთან ერთად რუსეთის მიერ ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ შეშფოთება იზრდება.