ტიბეტის რეგიონში მომხდარი 7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 54 დაშავდა. ინფორმაციას BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგჩუს რეგიონის ბაკენის ოლქში დაფიქსირდა. გავრცელებული ცნობებით, ჩამოინგრა 300-ზე მეტი სახლი, რეგიონის დიდ ნაწილში კი ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.
წყარო: BBC