“ კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს,”  – ინფორმაციას  Reuters -ი ავრცელებს.   „დღეს, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მმართველ საბჭოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას აცნობა,  რომ 2027 წლის 7 თებერვალს თანამდებობას დატოვებს“, – ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2027 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო.