2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.4% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) წინასწარ შეფასებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 17.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტია.
ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა შეიტანეს.
ამასთან, სექტემბერში ეკონომიკური აქტივობის შემცირების ტენდენცია ორ მიმართულებაში დაფიქსირდა – დამმუშავებელ მრეწველობასა და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებში.
„2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.