რუსული ძალების მიერ დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე ღამით მიტანილი იერიშების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით  ავრცელებს.  მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლოვიანსკში მოძრავ ავტომობილზე საჰაერო იერიში მაშინ მიიტანეს, როცა ტრანსპორტით ოთხი პირი მგზავრობდა.  შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 73 წლის მამაკაცი და 16 წლის მოზარდი. დაშავდნენ ახალგაზრდა ბიჭის მშობლები.  ქალაქ ხარკოვზე და კიდევ 15 დასახლებულ პუნქტზე რუსეთის იერიშის შედეგად კი, სულ მცირე, 19 ადამიანი დაშავდა.