აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, მისი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება იმის დასტურია, რომ ამერიკელებს ცვლილებები სურთ. „ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არა ყოფს და ლიდერები, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით პასუხობენ”, – აღნიშნა ობამამ. მისი თქმით, ახლა „დემოკრატების“ ამოცანაა განახორციელონ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა აქვთ.წინასწარი პროგნოზით, აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად, კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი „დემოკრატიულმა პარტიამ” მოიპოვა.