ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ოსკარ პუენტემ თანამდებობა დატოვა. პუენტემ გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომის დასრულებისას გამოაცხადა. სხდომაზე მან სარკინიგზო უსაფრთხოების ახალი ზომები წარადგინა და ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გადადგომა 28 ოქტომბერს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგვე გადაწყვიტა, თუმცა განცხადების გაკეთება რამდენიმე დღით გადადო. „ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ტრანსპორტის მინისტრი თანამდებობაზე ვერ დარჩება, როდესაც ერთ წელზე ნაკლებ დროში ასეთი მასშტაბის ორი ავარია ხდება“, — განაცხადა პუენტემ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიის ყველა დეტალს გამოიძიებს. ცნობისთვის, 28 ოქტომბერს ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 69 ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე წლის იანვარში ესპანეთის სამხრეთ ნაწილში კიდევ ერთი მასშტაბური სარკინიგზო ავარია მოხდა.