საფრანგეთის ქალაქებში დღეს მომიტინგის მსვლელობა გაიმართება, ასევე მოსალოდნელია საჯარო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა. „ეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის მორიგი გამოცდაა“, – წერს „როიტერი“. გავრცელებული ინფორმაციით, აქცია პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული, რომელშიც სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. „ჩვენ უკიდურესად ფხიზლად ვართ, რადგან 17 ოქტომბრის მოვლენების განმეორება დაუშვებელია“, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. შიდა უსაფრთხოების სამსახური დემონსტრაციებში 500 000-დან 700 000-ამდე ადამიანის გამოსვლას პროგნოზირებს. აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნები ეხება საცხოვრებელ ხარჯებსა და საგანმანათლებლო სექტორს.