4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ საქმეზე მსჯავრდებული ზურაბ ჭავჭანიძე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა. მან საპატიმრო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა, რის შედეგადაც ჭავჭანიძეს თავდაპირველად შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ახალი შეთანხმების თანახმად, ჭავჭანიძეს რეალური სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ორი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
ამავე საქმეზე დღეს პენიტენციური დაწესებულებები დატოვეს ნანა სანდერმა და ირაკლი ჩხვირკიამაც. მათი გათავისუფლებაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
საქმე 4 ოქტომბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციასა და მის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.