საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპ ლეონ XIV-ს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას თამარ ბაგრატიონმა პონტიფიკოსს საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის სახელით პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა.

შეხვედრა წმინდა საყდართან საქართველოს ელჩის, დავით მექვაბიშვილის ხელშეწყობით გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ლედიმ რომის პაპს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა – ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი.