“ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთ ომს წამოიწყებს, აგრესიაში ჩართული ნებისმიერი სამხედრო ბაზა – დასავლეთ აზიიდან ევროპამდე – ირანის სასიკვდილო დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე გახდება,” – ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა. “არ არსებობს უსაფრთხო მანძილი. არ არსებობს უსაფრთხო თავშესაფარი. არავის აქვს იმუნიტეტი”, – აღნიშნა რეზაიმ. ცნობისთვის, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ორი დღის წინ აშშ-ის ხელისუფლებას ირანის მიერ წამოყენებულ შვიდ პირობაზე დათანხმებისკენ მოუწოდა.