საქართველოს პრეზიდენტი   თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს  ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის   ფარგლებში შეხვდა.   საქართველოს  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.   „საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ ყაველაშვილმა  დაადასტურა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მზაობა და თურქეთის პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი   საქართველოში მოიწვია. რეგიონული საკითხების განხილვისას ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობას.  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს, შუა დერეფნის განვითარებას და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.