საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაეროს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.