საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა – ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს, მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება.