უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი შეფრინდა. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საფრთხის საპასუხოდ პოლონეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები მზადყოფნაში მოიყვანა, ხოლო ობიექტის გადაადგილებას რადარების საშუალებით აკვირდებოდა.

სამხედროებს დრონის ჩამოგდების ნებართვა მიეცათ, თუმცა მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენმა აპარატმა მიმართულება აღმოსავლეთისკენ შეიცვალა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პოტენციური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, იარაღის გამოყენებისგან თავი შეიკავეს.