რუსეთის სტავროპოლის მხარეში, ქალაქ ნევინომისკში, თბოელექტროსადგურსა და ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე ქიმიური საწარმო “ნევინომისკი აზოტი” გახდა, რომელიც, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულით ამარაგებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, საწარმო ყოველწლიურად მილიონ ტონაზე მეტ ამიაკსა და ამონიუმის ნიტრატს აწარმოებს.