საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ქალაქ ცინგტაოში “სარტყელისა და გზის” მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მინისტრის განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანი მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობა და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების მნიშვნელობაზე.
მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და დაკავშირებადობის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.