იემენელმა “ჰუსიტებმა” საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს.

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” მიერ გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.

ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ტურქი ალ-მალკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

მანამდე საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა რიადის რეგიონში შესაძლო საფრთხის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ გაფრთხილება გააუქმა.

პარალელურად, “ჰუსიტები” აცხადებენ, რომ იემენის ქალაქ ჰოდეიდაზე განხორციელებული იერიშის საპასუხოდ საუდის არაბეთის ორ პორტს- ჯიდასა და ჯიზანს  დაესხნენ თავს.