საპასუხო ზომები ევროკავშირისგან ამერიკას. ევროკომისიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თაახმადაც
ევროკავშირის წევრი ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებზე შეთანხმდნენ.
“ევროკავშირი შეერთებული შტატების ტარიფებს უსამართლოდ და დამაზიანებლად მიიჩნევს, რომლებიც ეკონომიკურ ზიანს იწვევს ორივე მხარისთვის, ისევე როგორც გლობალური ეკონომიკისთვის. ევროკავშირმა ნათლად განაცხადა თავისი პრიორიტეტის შესახებ, იპოვოს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შედეგად გამოსავალი, რომელიც იქნება დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ევროკავშირის საპასუხო ზომები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დასრულდება ევროკომისიის შიდა პროცედურები და სააღსრულებო აქტი გამოქვეყნდება. ტარიფები 15 აპრილიდან დაიწყება.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საპასუხო ტარიფების შეჩერება ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ აშშ მოლაპარაკებების შედეგად “სამართლიან და დაბალანსებულ” შედეგს დათანხმდება.