,,რეჟიმი გვწამლავს,”-ამ ლოზუნგით დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან,საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. ისინი მოითხოვენ,საჯარო გახდეს იმ ნივთიერებების შემადგენლობა , რომლებიც ერთი წლის წინ, ქუჩებში აქციების დაშლისას გამოიყენეს.