აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა,Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა,რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტი,ვოლოდიმირ ზელენსკი აფერხებს და არა ვლადიმერ პუტინი.
„ვფიქრობ, პუტინი მზად არის გარიგებისთვის. უკრაინა ნაკლებად არის მზად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი სახმელეთო კონფლიქტის დასრულება, რასაც ტრამპმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა: „ზელენსკი“.
კითხვაზე, თუ რატომ თვლის, რომ მოლაპარაკებებს ზელენსკი აბრკოლებს, ტრამპმა დეტალები არ დააკონკრეტა და აღნიშნა: „იცით, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მას უჭირს ამის მიღწევა“.