The Guardian-ის ცნობით,აშშ-ის პრეზიდენტი,დონალდ ტრამპი,ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს,დელსი როდრიგესს ესაუბრა.

„ჩვენ უზარმაზარი პროგრესი გვაქვს, ვენესუელას სტაბილიზაციასა და აღდგენაში ვეხმარებით. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ნავთობი, მინერალები, ვაჭრობა და, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის პარტნიორობა ყველასთვის შესანიშნავი იქნება,”-ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.

დელსი როდრიგესის ცნობით კი, დონალდ ტრამპთან „ხანგრძლივი და თავაზიანი სატელეფონო საუბარი გამართა“.

„ჩვენი ხალხისთვის სასარგებლო ორმხრივი სამუშაო დღის წესრიგი და ჩვენს მთავრობებს შორის არსებული მოსაგვარებელი საკითხები განვიხილეთ“, – დაწერა როდრიგესმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.