გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებითი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის (26.7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

„ეს თანხები უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში რემონტის, აღდგენის, დაცვისა და გენერირებისთვის, რათა მკაცრი ზამთრის პირობებში სახლები, საავადმყოფოები და სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ელექტრიენერგიითა და გათბობით,”-ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.