განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძის გათავისუფლების ფონზე, დააკავეს მისი ძმა ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა.

ადვოკატ მალხაზ ლაფაჩის განცხადებით, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ დატოვა. იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იყო დაკავებული.ამასთანავე,სუს-ის ცნობით,ხუნდაძე გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია.

ცნობისთვის,კობა ხუნდაძის   საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს.