1894 წელს ავსტრიელმა ინჟინერმა, ჰანს ჰერბიგერმა შეამჩნია, რომ მთვარე ყინულის მსგავსად მბზინავი და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე იყო. შემდეგ კი ჰერბიგერს ესიზმრა, რომ კოსმოსში მიცურავდა და ქანქარას აკვირდებოდა, რომელიც რხევის შედეგად გადატყდა. ეს ორი მოვლენა მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რათა მსოფლიო ყინულის დოქტრინა ჩამოეყალიბებინა.
დოქტრინის თანახმად, ყინული სამყაროს ფუნდამენტური საშენი მასალაა, რადგან ყველა ციური სხეული და თავად ეთერიც სწორედ მისგან შედგება. ამ უცნაურ კოსმოლოგიურ მოდელს მხარს არავინ დაუჭერდა, რომ არა შემდეგი ორი ვითარება: პირველ რიგში, სამეცნიერო საზოგადოების მიერ ამ ჰიპოთეზის სრული უარყოფის შემდეგ ჰერბიგერმა თავისი თეორია პირდაპირ ხალხს გააცნო. ეს ნაცადი ტაქტიკა იყო, რომელმაც მრავალ ფსევდომეცნიერულ თეორიას გაუხანგრძლივა სიცოცხლე. მეორე რიგში კი, ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდნენ.
ნაცისტებმა გერმანიიდან მრავალი მეცნიერი გააძევეს, რომელთა უმეტესობაც ებრაელი იყო. მათ შორის გახლდათ ალბერტ აინშტაინიც, რომლის ფარდობითობის თეორია ნაცისტურ საზოგადოებაში მოწონებას არ იმსახურებდა. მსოფლიო ყინულის დოქტრინა კი ალტერნატიულ კოსმოლოგიურ მოდელად იქცა, რომელმაც ფარდობითობის თეორია ჩაანაცვლა. ადოლფ ჰიტლერი და ჰაინრიხ ჰიმლერი — რომლებსაც ნაცისტებს შორის ოკულტიზმისკენ მიდრეკილება განსაკუთრებით ახასიათებდათ — ამ თეორიის გამორჩეული მომხრეები იყვნენ.
თოეორია რა თქმა უნდა მცდარი იყო ამიტომ მას მოგვიანებით არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.