აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა,თანადამფუძნებელი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა ,,მშვიდობის საბჭოს” წესდებას.
„საბჭოს პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გახდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან,როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის „მშვიდობის საბჭოს“ თავმჯდომარეობა დიდი პატივია და იმედოვნბს,რომ საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება.
ცნობისთვის, თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს. საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი პირები არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ბიზნესმენი და მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.