დავოსში აშშ-ის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა,ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ამასთან,მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მასთან დაადასტურა,რომ სამშვდობო შეთანხმების დასადებად მზადაა.

„ყველა პარამეტრი ცნობილია. რაიმე ახალს არ განვიხილავთ – ეს საკითხები ექვსი ან შვიდი თვეა განიხილება. მან თქვა, რომ შეთანხმების დადება სურს,”-განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, 23-24 დეკემბერს,არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა.