უკრაინული მედიის ცნობით,უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩავიდნენ.
„ლიუბლინის სამკუთხედის“ ფორმატის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და კაროლ ნავროცკისთან.
ასევე,პრეზიდენტები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას იანვრის აჯანყების 163-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში,რომელიც რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ყოფილი პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის ხალხების შეიარაღებულ აჯანყებას ეხება.