ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს ახალი სანქციები 19 ირანელი ოფიციალური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირი დაიცავს თავის ინტერესებს და გააგრძელებს შიდა რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დევნას.
„მაშინ, როცა ირანის ომი გრძელდება, ევროკავშირი დაიცავს თავის ინტერესებს და გააგრძელებს შიდა რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების დევნას. ეს ასევე გზავნილს უგზავნის თეირანს, რომ ირანის მომავალი რეპრესიებზე ვერ აშენდება“, – წერს კალასი.