მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. მისი განცხადებით, მოლდოვა მხარს უჭერს იმ ქვეყნებს, რომლებიც კი არ ანადგურებენ, არამედ აშენებენ.
„ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, კიევში ვიმყოფები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სასაუბროდ და ჩერნობილში მივემგზავრები, რათა პატივი მივაგოთ მათ, ვინც ევროპისთვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გასწირა.
კატასტროფებმა საზღვრები არ იცის – სოლიდარობამაც არ უნდა იცოდეს. მოლდოვა მათ გვერდით დგას, ვინც აშენებს და არა ანადგურებს,” – წერს სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.