აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ახალ გეგმას მალე განიხილავს, თუმცა ვერ წარმოიდგენს, რომ ის მისაღები იქნება.  „ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ირანთან დაკავშირებით. მათ სურთ გარიგების დადება. ისინი განადგურებულები არიან. მათ უჭირთ იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი. მათ არ იციან, ვინ არის მათი ლიდერი. თუ ახლავე წავალთ, მათ 20 წელი დასჭირდებათ აღსადგენად. მაგრამ ჩვენ ახლა არ მივდივართ, რათა ორ ან ხუთ წელიწადში არავის მოუწიოს უკან დაბრუნება“, – აღნიშნა  ტრამპმა.   ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს 14-პუნქტიანი წინადადება გაუგზავნა.