დღეს  4 მაისს სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების   მე-8 სამიტი გაიხსნება. სომხეთში უკვე ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები, კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.    ერევანში   ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. სომხეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ასევე, სხვა ქვეყნების ლიდერები.   ერევანში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი  და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მეხუთედ ვმონაწილეობ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას,”  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, სამხრეთ კავკასიის და, ზოგადად, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული, საქართველო შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში ამ საკითხებზე იქნება საუბარი.