აშშ-ის პრეზიდენტის   განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი სწრაფად დასრულდება. „როდესაც უყურებთ მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ ამას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვაკეთებთ: არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ  ირანს  ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანების უმეტესობა ამას ხვდება. მათ ესმით, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორია. ეს სწრაფად დასრულდება“, -აღნიშნა  ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს.

 „მათ შეთანხმების დადება სურთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა და სრულიად შესაძლებელია, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.