საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლოა, ახლადარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დააყენოს.

როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე ხელისუფლებასთან იმსჯელებენ.

„ადრე ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე საუბარი, როდის, რა იქნება“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, „დღეს არის ისტორიული დღე”